სახანძრო ვენტილაციის სისტემები

5364
ფასი : ₾

აღწერა

ხანძრის გაჩენა საშიშია არა მარტო ღია ცეცხლის,  არამედ იმის გამოც, რომ შენობაში გროვდება დიდი რაოდენობით კვამლი.  მცირე ხანძარმაც კი შეიძლება გამოიწვიოს იმდენი კვამლი, რომ პრობლემური გახდეს ადამიანების ევაკუაცია, შეფერხდეს ხანძრის ჩაქრობა. ბოლი ართულებს სუნთქვას, აძნელებს სივრცეში ორიენტაციას, იწვევს პანიკას.  ამის გამო აუცილებელია, შენობას ჰქონდეს შესაბამისი ვენტილაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის ეფექტიან გაწოვას.

სახანძრო სავენტილაციო სისტემა ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

  • ამცირებს ხანძრის გავრცელების ალბათობას;
  • ამცირებს კვამლის რაოდენობას;
  • ამცირებს ჰაერის ტემპერატურას;
  • კვამლისგან იცავს საევაკუაციო გასასვლელებსა და დერეფნებს;
  • აადვილებს ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებს;
  • იცავს შენობას შიდა მხარეს;
  • ამცირებს შენობის დაზიანების რისკს.

სახანძრო ვენტილაციის ძირითადი კომპონენტები

  • სახანძრო ვენტილატორი - გამოიყენება შენობიდან კვამლისა და სხვა გამონაბოლქვის გაწოვისათვის ხანძრის დროს გამოყოფილ სიცხესთან ერთად. იყენებენ საწარმოო, საჯარო, საცხოვრებელ, ადმინისტრაციულ და სხვა ტიპის შენობებში. მათ შეუძლიათ გადაადგილონ 600 °C  გრადუსამდე გაცხელებული კვამლი და სხვა გამონაბოლქვი.
  • სახანძრო სარქველები - გამოიყენება გამონაბოლქვისა და კვამლის შახტებში გადასაადგილებლად. აქვთ ელექტრომაგნიტური ან ელექტრული ამძრავი(აქტუატორი). სარქველები განისაზღვრება ცეცხლგამძლეობის ნორმების მიხედვით, რომელიც შეიძლება იყოს 600 °C - გრადუსი ტემპერატურის კვამლისა და ნაწილაკების გამტარიანობა 180 წუთამდე.
  • ცეცხლისშემაკავებელი სარქველები - მონტაჟდება როგორც საერთო ვენტილაციის, ისე სახანძრო ვენტილაციის სისტემებში, რათა შეზღუდოს ცეცხლისა და გამონაბოლქვის გავცრელება. აქვთ ელექტროამძრავი(აქტუატორი) ან თერმული ჩამკეტი.
  • სავენტილაციო არხები( ჰაერსატარები), შახტები - გამოიყენება გამონაბოლქვისა და კვამლის გადასაადგილებლად - დაცული შენობებიდან გარეთ გასატანად. მზადდება ცეცხლგამძლე მასალებისაგან.
  • ჰაერის მიმწოდებელი ვენტილატორები - მისი ფუნქციაა შექმნას ჭარბი ზეწოლა(წნევა) ლიფტებსა და კიბის უჯრედებზე, რათა დაიცვას ისინი  გაკვამლვისაგან.

 

 

კომპანია გამა გთავაზობთ პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს - ცალკეული კომპონენტების გაყიდვიდან, სრული მომსახურებამდე, რაც გულისხმობს კონსულტირებას, პროექტირებასა და ინსტალაციას. ჩვენი სპეციალისტები შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას და შემოგთავაზებენ მასზე საუკეთესოდ მორგებულ ვარიანტს.