ინდუსტრიული სამზარეულოს ვენტილაციის სისტემები

7877
ფასი : ₾

აღწერა

ინდუსტრიულ სამზარეულოებში კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ვენტილაციის ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც ეფექტიანად შეძლებს უზრუნველყოს უსაფრთხო და სუფთა გარემო, ამასთან ერთად კი დაიცვას ძვირფასი სამზარეულო-მოწყობილობები ცხიმისა და სხვა დამაზიანებელი ნივთიერებებით დაბინძურებისაგან.

ამ  გამონაბოლქვისა და ცხიმოვანი ნაწილაკებისგან გამოწვეული ნადების თავიდან ასაცილებლად  საჭიროა, დამონტაჟდეს სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან, მათ შორის ზოგი აუცილებელია, ზოგი კი კონკრეტული პროექტის შესაბამისად შეიძლება დაემატოს.

გამოყენების არეალი

სასტუმროების სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტების სამზარეულოებში, რესტორნებში და ნებისმიერი დანიშნულების ინდუსტრიულ სამზარეულოებში, სადაც მზადდება დიდი რაოდენობის  საკვები.

კომპანია გამა გთავაზობთ ნებისმიერი ზომის, ტიპისა და სირთულის შესაბამისი სამზარეულოს ვენტილაციისა და გამწოვი სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს.  ჩვენი სპეციალისტები შემოგთავაზებენ თქვენი პროექტისათვის ოპტიმალურ ვარიანტს, როგორც ხარისხის, ასევე ენერგოეფექტიანობის კუთხით და უმოკლეს ვადებში შეასრულებენ საინსტალაციო სამუშაოებს.

ჩვენი კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას.

 

ინდუსტრიული სამზარეულოს ვენტილაციის სისტემის კომპონენტები:

ინდუსტრიული სამზარეულოს გამწოვი (ქოლგა) - სისტემის  შიდა ინტერიერის ცენტრალური  ნაწილია,   უმეტესად განთავსებულია ქურების ზევით, რათა შეიწოვოს მაქსიმალური რაოდენობის ორთქლი, ცხიმი და და გამონაბოლქვი.

 

ამტყორცნი გამწოვი ვენტილატორი -  შენობის ექსტერიერის ნაწილია და გამოიყენება სამზარეულოდან გაწოვილი ჰაერის ვენტილაციის სისტემიდან გასატყორცნად.  ეს ვენტილატორები აღჭურვილი უნდა იყოს ერთი ან მეტი ცხიმის ნაწილაკების ფილტრით, რათა არ დაუშვას მათი (და ასევე ნაგვის სხვა ნაწილაკების)  შენობის სახურავზე და ჰაერში გაფანტვა.

 

ჰაერის  შემომტანი ერთეული  - მისი დანიშნულებაა გაწოვილი ჰაერი ჩაანაცვლოს სუფთა ჰაერით.

 

გამწოვი ქოლგის ფილტრი (ცხიმისა და სხვა ნაწილაკების ფილტრი) - მისი მოვალეობაა ვენტილაციის სისტემაში ჰაერის შეტანამდე მაქსიმალურად დაიჭიროს ცხიმისა და ნაგვის ნაწილაკები. დიდი რაოდენობით სისტემაში შესული ცხიმი აჩქარებს მის ცვეთას, ამიტომ გამწოვი ქოლგის სუფთად შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

 

ელექტროსტატიკური ფილტრები ასუფთავებს ჰაერს ცხიმის, ორთქლის, გაზის გამონაბოლქვის, სუნისა და მტვრის ნაწილაკებისაგან.